საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” სამუშაო ვიზიტით კასპს ესტუმრა

ცემენტის ქარხნის ხმაურით შეწუხებულმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ცენტრს დახმარებისთვის. საწარმოს ხმაურის ჩახსობის მოთხოვნით, არაერთი პრესკონფერენცია გამართა ”საქართველოს მწვანეთა პარტიამაც”.

















შედეგი მიღწეულია. კასპში ვზიტისას, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” წარმომადგენლებმა ცემენტის მწარმოებელი ქარხანა მოინახულეს. ინფორმაციის გადამოწმების შდეგად, დადგინდა, რომ ”ჰაიდელბერცემენტკავკაზუსმა” პრობლემა მოაგვარა. ნახშირის გადამამუშავებელ აგრეგატზე დამონტაჟებულია ხმაურის ჩამხშობი მოწყობილობა და ფილტრი, რომელიც ამცირებს გარემოს დაბინძურებას.

















”ჰაიდელბერგცემენტის” გარემოს დაცვის სპეციალისტის მარინა მაღლაფერიძის თქმით, ხმაური, რომელიც ქარხნის მუშაობისას გამოიყოფა, ექვემდებარება დადგენილ ნორმებს და იზომება სპეციალური საზომით.
ზაფხულში, ქარხნის ხმაურთან დაკავშირებით, კასპს მწვანეთა პარტიის ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე ესტუმრა, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ცენტრისა და პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, პრობლემა მოგვარებულია, რასაც ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს. ხმაურის დაიხშო მას შემდეგ, რაც ცენტრმა წერილით მიმართა ”ჰაიდელბერგცემენტის” ცენტრალურ ოფისს თბილისში.

















მართალია, კასპში ქარხნის ხმაური შწყდა. გაჩნდა ახალი პრობლემა. ცემენტის გადამამუშავებელი კერძო საწარმო ”მაგნოგრუპი”, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, გაუსაძლის ხმაურს გამოყოფს.
ცენტრის წარმომადგენლები საწარმოს ხელმძღვანელს ზურაბ აბაშიძეს საჭირო ზომების მიღებას სთხოვენ. წინაააღმდეგ შემთხვევაში ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გააგზავნის შესაბამის წერილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.



ეკოლოგიური სამართლის ცენტრი (ცხელი ხაზი) | 2009-12-18
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები