საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

ჯანმრთელობისთვის საშიში სურსათის იმპორტი საქართველოში

18 დეკემბერს ”საქართველოს მწვანეთა პარტიის” გენერალურმამდივანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებბისთვის პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრა საქართველოში იმპორტირებულ ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტების შემოტანას  შეეხებოდა.
















კვლევების შედეგების თანახმად, ცნობილია, რომ საქართველოში შემომავალი კვების პროდუქტების 80-90% ვადაგასული და საკვებად უვარგისია. დაავადებათა სტატისტიკის მიხედვით, საგრძნობლად იმატა საკვებით მოწამლულთა რიცხვმაც. ამ ყოველივეს კი განაპირობებს ის, რომ საქართველოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები. 2005 წელს ხელისუფლების ინიციატივით გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, რამაც გამოიწვია ქაოტური მდგომარეობა ბაზარზე. დღემდე არ კონტროლდება იმპორტირებული პროდუქცია. მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელის თქმით, აბსოლუტურად უკონტროლოა მდგომარეობა აგრარულ ბაზარზე. საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის ღრებულება ერთ მილიარდი დოლარს შეადგენს. რაც ყველაზე მთავარა, პროდუქტის ხარისხის სტანდარტის შემოწმება 2015 წლამდე გადაიდო, რაც ნიშნავს, რომ ეკოლოგიური საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. მოსახლეობა, ამ წლების განავლობაში, კვლავ გაურკვეველი წარმომავლობის და ხარისხის პროდუქტზე იქნება დამოკიდებული.
”საქართველოს მწვანეთა პარტიამ” პრესკონფერენციაზე საგანგებოდ მოიწვია საქართველოს მომხმარებელთა და ადგილობრივ მწარმოებელთა უფლებების დაცვის ეროვნული ასოციაცია.
პრესკონფერენციის მსვლელობისას ხელი მოეწერა მწვანეთა პარტიასა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.



პოლიტიკა | 2009-12-18
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები