საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

"საჭიროა ხელისუფლებასთან შეკრული პოლიტიკოსების ლუსტრაცია"

"_ 2009 წლის გაზაფხულის აქციების წარუმატებლობის მიზეზთა დასადგენად, უპირველესად, აუცილებელია იმ ფსევდო-ოპოზიციური პარტიების ლუსტრაცია, რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.



















თუ კარგად დავაკვირდებით, იმ მომენტში, როდესაც რეალურად სუსტდება ხელისუფლების პოზიციები და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილებები იწყება, ეს პარტიები ერევიან საქმეში და სიტუაციას აუარესებენ. გაზაფხულის მოვლენების გაანალიზებისას და დამნაშავეთა ძიებისას, მხოლოდ სააკაშვილზე არ  უნდა ვისაუბროთ. რეალურად, სააკაშვილი არაფერს არ წარმოადგენს: მან საქართველო მთლიანად რუსებს გადააბარა; თავად კი არა მარტო კრემლის, არამედ ე.წ. "ნაციონალების" სახელისუფლებო კლანის დაკვეთებს ასრულებს. ამავე კლანის ინსტრუქციებს ახორციელებენ რიგი პოლიტიკოსებისა და მას-მედიის საშუალებებისა. სანამ არ მოხდება მათი ლუსტრაცია, სანამ ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი არ დაერქმევა, ვერ შევძლებთ სამომავლო მოქმედებისთვის ეფექტური გზებისა და გეგმების დასახვას,"_ განაცხადა "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 25 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციაზე.



















შეხვედრა, სახელწოდებით "გაზაფხულის პროტესტი: შეცდომები-შედეგები", ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" ინიციატივით მოეწყო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა.     



პოლიტიკა | 2009-12-25
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები