საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

"მწვანეთა პარტიის" ლიდერი პრაიმერის ინიციატორებს შეხვდა

28 დეკემბერს, 16.00 საათზე, პრაიმერის ინიციატორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა ("კონსერვატიული პარტია"), კობა დავითაშვილი ("ხალხის პარტია") და ზურაბ ნოღაიდელი ("მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის") გიორგი გაჩეჩილაძეს შეხვდნენ. "საქართველოს მწვანეთა პარტიის" გენერალურმა მდივანმა და ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა განიხილეს წინასწარი არჩევნების ჩატარების წესების პროექტი და დებულების ცალკეული საკითხები. შეხვედრისას ასევე ითქვა, რომ უდაოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მოქმედება და შესაბამისად, ერთიანი კანდიდატის შერჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.



















" _ ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში; თუმცა, პრაიმერის ჩატარებას მხარს ვუჭერთ და აუცილებლად მივავლენთ წარმომადგენელს პრაიმერის საორგანიზაციო კომიტეტში", _ აღნიშნა შეხვედრისას გიორგი გაჩეჩილაძემ. 
როგორც ცნობილია, ინტერპარტიულმა ჯგუფმა მოამზადა სპეციალური მიმართვა, რაც 17 პოლიტიკურ ორგანიზაციას დაეგზავნა, მათ შორის _ "მწვანეთა პარტიასაც".
"_ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას: მოიხსნას ყველანაირი წინაპირობა ამა თუ იმ კანდიდატის ირგვლივ გაერთიანების შესახებ. წინაპირობების გარეშე შევთანხმდეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩატარდება წინასწარი არჩევნები პარიტეტულ საფუძველზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოვავლენთ მერობისა და საკრებულოს წევრობის ერთიან კანდიდატებს,"_ აღნიშნული იყო მიმართვაში, რომლის საფუძველზე დეკემბრის მიწურულს დაიწყო ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრები და კონსულტაციები ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ჯერ კიდევ 15 სექტემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე დააფიქსირა "მწვანეების" პოზიცია პრაიმერის მნიშვნელობასა და მისი ჩატარების ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, თუმცა, ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა არჩევნების უფრო მოქნილი და რეალისტური სქემა:
" _ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, არსებობს რეალური შანსი, რომ პრაიმერის მეთოდის გამოყენებით სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალოს. წარსული შეცდომები რომ აღარ განმეორდეს, პროცესებში აქტიურად უნდა ჩაებას ფართო საზოგადოებრიობა; გარდა ამისა, "მწვანეთა პარტიას" მიაჩნია, რომ:
1) პრაიმერში მონაწილეობის უფლება მიეცეს ყველა მსურველ ოპოზიციურ პარტიას;
2) პრაიმერი ჩატარდეს საერთო სახალხო კრების მიერ, ფარული კენჭისყრით;
3) საერთო სახალხო კრება უნდა იქცეს ქვეყნის ერთიანობის ფორუმად; ამიტომ მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი უნდა იყვნენ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ინტელიგენცია, პარლამენტის ყველა მოწვევის დეპუტატი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, დევნილები და წარმომადგენლები რეგიონებიდან;
4) არჩეული უნდა იყოს არა ერთი, არამედ 3 ლიდერი;
5) არჩევნების ტრანსლაცია უნდა მოხდეს პირდაპირ ეთერში,"_ აცხადებდა გიორგი გაჩეჩილაძე



პოლიტიკა | 2010-01-04
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები