| პარკები ხეების გარეშე |
კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებმა დახმარებისთვის “ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართეს. მოსახლეობა შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მათი ტერიტორიაზე მიზანმიმართულად ნადგურდება მრავალწლიანი ფიჭვის ხეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობას დაწყებული აქვს პარკის მშენებლობა, რაც მისასალმებელია, თუმცა პარკის მშენებლობის პროცესში ადგილი აქვს ხეების მოჭრისა და მწვანე ნარგავების განადგურების ფაქტს. რაც ადგილობრივ მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. ამას გარდა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედევად, მაცხოვრებლებს არ გადაეცა პარკის მშენებლობის პროექტი. რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
|
| ეკოლოგიური სამართლის ცენტრი (ცხელი ხაზი) | 2010-06-08 |
უკან
.jpg)
(1).jpg)
.jpg)


.jpg)

.jpg)
