საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" მერიას გამწვანების სამსახურის მკაცრ კონტროლს სთხოვს

11 ივნისს “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” წარმომადგენლებმა თემქის მოსახლეობასთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. ცენტრი თბილისის მერიისგან უფრო მეტ დაკვირვებულობას და გამწვანების სამსახურების მეტად გაკონტროლებას მოითხოვს.




















თბილისის რაიონულ გამგეობებთან არსებული გამწვანების დარგის შემსწავლელი კომისისები არაპროფესიონალურად და არაობიექტურად ადგენენ დასკვნებს ხეების მდგომარეობის შესახებ. სრულიად ჯამრთელ ხეებზე დასკვნებში წერენ, რომ ამორტიზირებული და ავარიულია. რის შედეგადაც  თბილისში ასეულობით ჯამრთელი ხე იჭრება.
მსგავსი სახის განუკითხაობის აღსაკვეთად, ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მიმართავს ქალაქ თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავას, გამწვანების დარგის შემსწავლელი კომისისების მუშაობაში ჩართოს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც ობიექტურ და გამჭირვალე დასკვნებს დადებენ თითეული პრობლემატური საკითხის ირგვლივ.



ეკოლოგიური სამართლის ცენტრი (ცხელი ხაზი) | 2010-06-11
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები