საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

აფხაზეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე

მწვანეთა პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციას გამართა თემაზე: აფხაზეთი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე. პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ისაუბრა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რომლეც ემუქრება შავ ზღვას და მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიას.



















მექსიკის ყურეში (აშშ), ნავთობის ჭაბურღილზე ზღვაში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფამ აჩვენა თუ რამდენად რეალურია იგივე გამეორდეს აფხაზეთში თუ განხორციელდა `როსნეფტ~-ის გეგმები შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.
20 აპრილს, მექსიკის ყურეში კომპანია ВР–ის (ბრიტიშ პეტროლიუმი) ნავთობისა და გაზის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად, ზღვაში ყოველდღიურად 700 ტონა ნავთობი იღვრება; ამ პროცესის შეჩერება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებშიც, კატასტროფისგან არავინაა დაზღვეული. 
იმის მიუხედავად, რომ ჭაბურღილი აშშ-ს სანაპირო ზოლიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, 1000 კილომეტრის გარშემოწერილობის ნავთობის ლაქა უკვე მიუახლოვდა ფლორიდის, ალაბამას, ლუიზიანასა და მისისიპის შტატების სანაპიროებს (მათი მოსახლეობის საერთო რაოდენობა _ 25 მილიონი ადამიანი); ხსენებულ შტატებში, რომლებიც უნიკალური კურორტებითა და მაღალგანვითარებული თევზსაჭერი, თევზის გადამამუშავებელი ინდუსტრიით გამოირჩევიან, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა!
იმ ფირმების (თევზის მეურნეობა, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ა.შ.) რაოდენობა, რომელთაც  სასამართლოს ზარალის (რაც, დაახლოებით, 30-დან 100 მილიარდამდე აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს) ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს, 30 ათასს აღწევს. ექსპერტთა შეფასებით, შესაძლოა კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციას ათწლეულებიც კი დასჭირდეს და ეს ბოლომდე ვერც მოხერხდეს.
2009 წლის 26 მაისს, რუსული კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელმა, სერგეი ბოგდანიკოვმა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. შედეგად, "როსნეფტს" აფხაზეთის საზღვო აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების უფლება მიეცა. კომპანია 3,9 ათასი კვადრატული კილომეტრის მასშტაბით განახორციელებს საძიებო სამუშაოებს. ჭაბურღილიები განლაგდება აფხაზეთის სანაპიროდან 9-10 კილომეტრის დაშორებით (ВР–ის ჭაბურღილი აშშ-ის სანაპირო ზოლიდან 80 კილომეტრით არის დაშორებული).
აფხაზეთს უნიკალური ბუნება და კლიმატური პირობები, შავი ზღვის რესურსები და ტურისტული პოტენციალი გააჩნია. უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ეს ყოველივე აფხაზეთის შემოსავლების 40%-ს უზრუნველჰყოფს.
აფხაზეთის ამჟამინდელი ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ძირითადად ტურიზმისა და მომსახურების სფეროებიდან ივსება. ანალოგიური კატასტროფის შემთხვევაში, აფხაზეთი თავის უნიკალობას, მისი მოსახლეობა კი  მთავარი შემოსავლის წყაროს სამუდამოდ დაკარგავს. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ძირძველი მოსახლეობის მიგრაციას, რაც რუსეთის წიქვილზე ასხამს წყალს: კრემლს აფხაზეთი მხოლოდ სამხედრო პოტენციალის შავ ზღვაზე გასაძლიერებლად სჭირდება. 

"საქართველოს მწვანეთა პარტიის" მ ი მ ა რ თ ვ ა აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს


• “საქართველოს მწვანეტა პარტია” მზადაა აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის, რათა აფხაზეთი და შავი ზღვა ეკოლოგიურ კატასტროფას ერთად გადავარჩინოთ.

• "საქართველოს მწვანეთა პარტია" მზადაა, აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული საკორდინაციო საბჭო შევქმნათ, რომელშიც ჩაერთვებიან წარმომადგენლები ევროპიდან.

• "საქართველოს მწვანეთა პარტია" მზადაა, (იქნება ეს თბილისში, სოხუმში, ზუგდიდში თუ სხვა ქალაქში) ამ შეხვედრის ორგანიზება განახორციელოს.



პოლიტიკა | 2010-06-18
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები